Anti Snore Spray

აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები

Anti Snore - კმარა ხვრინვა! - სპრეი ხვრინვის თავიდან აცილებისა და შემცირებისათვის, მშვიდი და წყნარი ღამეებისათვის

რეგულარულად ხვრინავს მოზრდილი მოსახლეობის 25%, ხშირად ხვრინავს - 45%. ხვრინვის პრობლემა მძაფრდება ასაკთან ერთად. Anti Snore Spray არის უნიკალური პერ-ორალური სპრეი ხვრინვის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
Anti Snore Spray უზრუნველყოფს ხვრინვის ეფექტურ შეწყვეტას და ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას ყელის უკანა ნაწილში.
Anti Snore Spray - ეს არის კომპანია Nave Pharma Ltd-ის ორიგინალური პროდუქტი, რომელიც ეფუძნება ბოლო სამედიცინო კვლევებს, რომლებმაც აღმოაჩინეს და დაახასიათეს ხვრინვის ჩამოყალიბებების მიზეზები. Anti Snore Spray არის პირველი პრეპარატი, რომელიც ნერგავს სამეცნიერო აღმოჩენებს, ეფექტურად კურნავს ხვრინვის მიზეზებს და აფერხებს მის წარმოშობას.
Anti Snore Spray კურნავს ხვრინვას უნიკალური თხევადი ნაერთის მეშვეობით, რომელიც ფარავს ყელის უკანა ნაწილს და აფერხებს ხვრინვას, ამასთანავე ქმნის თავისუფალი სუნთქვის შეგრძნებას. Anti Snore Spray-მ დოქტორ იარონ დაგანას - ძილის დარღვევის სპეციალისტის და ტელ ხა-შომერეს ძილის ლაბორატორიის დირექტორის ხელმძღვანელობით გაიარა კლინიკური ცდები 600 პაციენტზე. კვლევის შედეგების მიხედვით პროდუქტი აღიარებულ იქნა გამოყენებისათვის უსაფრთხოდ და ეფექტურად.

ხვრინვა, როგორც მოვლენა

ხვრინვა წარმოადგენს ძილში ამოსუნთქული ჰაერის ხმას, რომელიც ყალიბდება ხახას ზედა ნაწილში შევიწროვების და ჰაერის გავლისას რბილი ქსოვილების რხევის შედეგად. ხვრინვა წარმოიშვება ხახას ზედა ნაწილში ჰაერის თავისუფალი მოძრაობისათვის შეფერხებების წარმოშობისას. ყელის ეს ზონა შეიძლება დაექვემდებაროს შევიწროვებას, რომელიც ზრდის ხახუნს და იწვევს ხვრინვას.
მხვრინავ ადამიანებს შეიძლება აწუხებდეს შემდეგი მოვლენები:
  • კუნთების დაბალი ტონუსი ენისა და ხახის ზონაში
  • ხახას ქსოვილის შეშუპება

ხვრინვა ხელს უშლის ნორმალურ ძილს და არ აძლევს ადამიანს (და მის გარშემომყოფებს) კარგი და ეფექტური ძილის შესაძლებლობას.

რატომ ვხვრინავთ?
  • საქმე არის პირში ერთ-ერთი ორგანოს დეფექტური სტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს გრძელი სასა ენა, გაჭედილი ცხვირი, გადიდებული ნუშისებრი ჯირკვლები, დიდი ენა, მოკლე და სქელი კისერი, მოდუნებული სასა.
  • აქტიური და პასიური მოწევა
  • ჭარბი ცხიმიანობა (ცხვირის სასუნთქი გზები ძალზედ ვიწროვდება)
  • გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება გახდეს: დაჭედილი ცხვირი, ალერგია, გაციება, ალკოჰოლი, სედატიური წამლები, «შემამსუბუქებელი» ჰაერის კორიდორები.
რა ზიანი მოაქვს ხვრინვას?
  • დაღლილობა და კონცენტრაციის არარსებობა
  • გაღიზიანება და დეპრესია
  • ჭარბი წონა
  • ხახას ქსოვილების შეშუპება
  • კუნთების დაბალი ტონუსი ენისა და ხახის ზონაში
  • ყველაზე ძლიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიაყენოს ხვრინვამ - ძილის აპნოე, რომელიც სიცოცხლისათვის არის სახიფათო!
გამოყენების ინსტრუქცია:
შეანჯღრიეთ კონტეინერი და დააჭირეთ 3 ჯერ ზედა ხახას შიდა მხარის მიმართულებით.
დაიჭირეთ პირში 15-დან 20 წამამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაყლაპეთ.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება საჭმლისა და სასმელის მიღება (წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაიმეოროთ პრეპარატის მიღება).
პროდუქტის ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს პრეპარატის გამოყენებამდე ამ მის გამოყენების შემდეგ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

პრეპარატის შემადგენლობა
ზეთების, ევკალიპტის, გლიცერინის და ლეციტინის ნარევი.
შეძენა შესაძლებელია ყველა აფთიაქებში, ფარმაცევტულ ქსელებში და ნატურალური პროდუქტების მაღაზიებში.