RSV Hypertonic Saline 3%
იანი ჰიპერტონიული მარილის ხსნარი საინჰალაციო ხელსაწყოებში გამოყენებისთვის ბრონქიოლიტის, სასუნთქი გზების შეშუპებისა და ინფექციების დროს.
RSV 3%-იანი ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარი
აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები
RSV Hypertonic Saline 3%-იანი ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარი.
ბრონქიოლიტისა და სასუნთქი გზების ინფექციების დროს საინჰალაციო ხელსაწყოებში გამოსაყენებლად.ბავშვთა პულმონოლოგიის ისრაელის კომპანიის (ბპიკ) კლინიკური, სამედიცინო აეროზოლების ისრაელის კომპანიისა და ისრაელის პედიატრიული ასოციაციის 2011 წლის მითითებების შესაბამისად.
24 ცალი 5 მლ-იანი ერთჯერადი კონტეინერი. კონსერვანტების გარეშე
მწვავე ბრონქიოლიტი, როგორც წესი, ვირუსული დაავადება, რომელიც ხშირად აღინიშნება ჩვილ ბავშვებში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
დაავადების დროს, უმთავრესად გამოიყენება ჰიდრაციის შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის დამატებით დანიშვნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი თერაპია.
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში მრავალი კვლევის შედეგად დამტკიცებულ იქნა მწვავე ბრონქიოლიტით დაავადებული ჰოსპიტალიზებული ბავშვების ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარით საინჰალაციო თერაპიის ეფექტურობა.
ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარით საინჰალაციო თერაპია იწვევდა კლინიკურ გაუმჯობესებას და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირებას.
ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარის მოქმედება ეფუძნება სასუნთქი გზების მფარავი სითხის დონის ამაღლებაზე, ლორწოვანი გარსის ქვეშ შეშუპების შემცირებას, ნახველის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებაზე და ლორწოს გამოდევნის დაჩქარებაზე (MC=mucus clearance).
გამოყენების ინსტრუქცია:
საინჰალაციო ხელსაწყოებში გამოსაყენებლად:
მომოთერაპია - 4 მლ ერთ ჭიქა ინჰალატორზე, 3-6 ჯერ დღეში. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება შემცირებულ იქნას 2-3 მლ-მდე.
მკურნალი ექიმის მითითებების შესაბამისად, შეიძლება ბრონქების საფართოებელი საშუალებების დამატება.
ცხვირის წვეთების სახით გამოყენებისათვის:
ჩააწვეთეთ საჭირო რაოდენობა ანდა მიჰყევით ექიმის მითითებებს.