Magnox AudioGuard
მაგნიუმის ყველაზე კონცენტრირებული საკვები დანამატი, რომელიც იყიდება ისრაელში
Magnox AudioGuard
აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები
Magnox AudioGuard - მაგნიუმისა და მკვებავი ნივთიერებებისაგან შემდგარი უნიკალური საკვები დანამატი, რომელიც ცნობილია თავისი დადებითი ზემოქმედებით ყურში წუილისა და სმენის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითებისას.
სმენის დარღვევები არის საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული ინვალიდობის მიზეზი. უმეტეს შემთხვევაში სმენის დაკარგვის მიზეზი ხდება თმის უჯრედებად წოდებული შიდა ყურში რეცეპტორი უჯრედების დეგენერაცია. ხმაურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რეცეპტორ უჯრედების, დაარღვიოს სმენა და გამოიწვიოს ყურში წუილი. МР3 და iPod-ის მფლობელები, რომლებიც უსმენენ ხმამაღალ მუსიკას ყურსასმენებით, ხმაურიანი სათავის პერსონალი - დიჯეები, ხმაურიანი მექანიკური დანადგარების ოპერატორები, ჯარისკაცები ტირში, ორკესტრის მუსიკოსები და მრავალი სხვა კატეგორიის ადამიანები შეიძლება გახდნენ სმენის ორგანოების დაზიანების მსხვერპლნი.AudioGuard – Phonal Trauma შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ან თავიდან აიცილოს სმენის ორგანოებისათვის მიყენებული ზიანი და ამდენად გამორიცხოს სმენის დაქვეითებისა და ყურში წუილისაგან დატანჯული ადამიანების მგომარეობის გაუარესება.
პრეპარატი AudioGuard-ის მიღების მიზანია სმენის გაუარესებისა და ყურში წუილის გამწვავების პრევენცია.
AudioGuard არის სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული პროგრესული პრეპარატი, რომელთა შედეგებმაც მიუთითა სმენის ორგანოებში მაგნიუმის და თუთიას დეფიციტსა და სმენის დაქვეითებასა და ყურში წუილს შორის არსებულ კავშირზე.
AudioGuard შედგება მაგნიუმის, თუთიას, განსაკუთრებული მეთოდით მიღებული გინკო ბილობას ექსტრაქტს და ვიტამინი В6-ის ნაერთისაგან.
მაგნიუმი აუცილებელია სმენის ენერგეტიკული მექანიზმის, როგორც პროცესის მოქმედებაში მოყვანისათვის. ცნობილია მაგნიუმის მნიშვნელობა ხმაურის ინტენსიური ზემოქმედებით გამოწვეული სმენის დაკარგვისა და ყურში წუილისაგან დასაცავად.
მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის ორგანოების ნეირო ტოქსიკურობა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს სმენის გაუარესებას და ყურში წუილს.
ნეირო ტოქსიკურობის მიზეზი მდგომარეობს ნეირო მედიატორის სახით გამოყენებული გლუმატატის ჭარბ წარმოებაში..
მაგნიუმი გამოდის გლუმატატის ანტაგონისტი ნივთიერების სახით, აფერხებს მის ჭარბწარმოებას და ამდენად იცავს შუა ყურს. არსებული შეფასების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობას აღინიშნება მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში და მისი მოხმარება არის ყურში წუილის და სმენის დაქვეითების მნიშვნელოვანი პრევენციული ფაქტორი. თუთიას შეუძლია შეამციროს ყურში წუილი და გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ვიტამინი В6 აუმჯობესებს მაგნიუმის და თუთიას შეწოვას ორგანიზმში.
გინგკო ბილობას კვლევებმა აჩვენა, რომ მისმა მოხმარებამ შესაძლებელია შეაფერხოს ზიანი, რომელსაც აყენებს გლუტამატის ჭარბი რაოდენობა. ამ შემთხვევაში მოქმედების მექანიზმი განსხვავდება, თუმცა არანაკლებ ეფექტურია. AudioGuard-ის მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც მგრძნობიარეა ხმარის მიმართ და აწუხებს სმენის დაქვეითება და ყურში წუილის გამძაფრება, რაც განპირობებულია პრეპარატის უნარის დაიცვას სმენის ორგანოები და შეაფერხოს ძლიერი ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი.
დილა-საღამოს 2 კაფსული AudioGuard-ის მიღება დაიცავს თქვენი სმენის ორგანოებს და შეაფერხებს ყურში წუილის გაძლიერებასა და სმენის დაკარგვას.