Magnox Lady

აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები

Magnox Lady - მაგნიუმის, ვიტამინებისა და სამკურნალო მცენარეებისაგან შემდგარი საკვები დანამატი

შედგენა მაგნიუმისა და მკვებავი ნივთიერებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ქალებში გარდამავალი ასაკის გვერდითი მოვლენების შემსუბუქება, როგორიცაა:
ალები, ღამის ოფლიანობა
  • მენსტრუალური ციკლის აღდგენა და მენსტრუალური ციკლის წინ და ციკლის დროს მუცლის არეში ტკივილის მოხსნა
  • დამშვიდება გარდამავალი ასაკის მოვლენებთან დაკავშირებული დეპრესიის, ნერვული აღგზნების, შფოთვის დროს.

საკვები დანამატი Magnox Lady არის მოლეკულა «Magnox»-ზე დაფუძნებული მაგნიუმის საკვები დანამატების წარმატების პირდაპირი გაგრძელება, რომელიც სარგებლობს ისრაელის ბაზარზე საოცარი წარმატებით მას შემდეგ, რაც აღიარებულ იქნა 3-ჯერ უფრო სასარგებლო ორგანიზმისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მაგნიუმის საკვები დანამატი.

გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელი მოვლენები ქალებში

არ არის საიდუმლო, რომ გარდამავალ ასაკში ქალები განიცდიან მთელ რიგ ცვლილებებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით: ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება, ცხიმის ჭარბი რაოდენობა სისხლში, გულის რიტმის დარღვევა და სხვა სიმპტომები - ალები, უძილობა, დაღლილობა, დაძაბულობა, სისუსტე, კუნთის სპაზმი და სხვა. თუმცა არსებობს ამ მოვლენებთან ბრძოლის ეფექტური ხერხები და ერთ-ერთი უმთავრესი - ორგანიზმში მაგნიუმის (“სიცოცხლის ელექსირის“) დეფიციტის აღდგენა, რომელსაც გააჩნია დადასტურებული ეფექტურობა გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელი აღნიშნული სიმპტომების და მრავალი სხვა მოვლენების შესუსტებაში, მათ შორის სითხის დაგროვებასთან დაკავშირებული წონის მატება და ნერვოზულობა..

მაგნიუმის დეფიციტი იზრდება ასაკთან ერთად

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში მაგნიუმის შემცველობა საკვებში მუდმივად და განუხრელად იწევს, ხოლო მაგნიუმის რეკომენდირებული დღიური ნორმა შეადგენს 420 მგ-ს. ორივე სქესის ახალგაზრდებს (საშუალოდ 30 წლის ასაკის) შორის ისრაელში ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა მაგნიუმის დეფიციტი მონაწილეთა 60%-ში. ასაკთან ერთად ეს დეფიციტი მხოლოდ ძლიერდება კვებითი ჩვევების ცვლილებისა და ნაწლავის მეშვეობით შეწოვის უნარის ცვლილების გამო.
მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში არის 20-24 გ მაგნიუმის იონები, ამასთანავე მათი უმეტესი ნაწილი მდებარეობს უჯრედებში და ძვლოვან ქსოვილებში, ასე რომ სისხლის ანალიზი არ ასახავს მაგნიუმის რაოდენობას ორგანიზმში. ცოტა ხნის წინ გახდა ცხადი, რომ მაგნიუმის დეფიციტი - დასავლურ სამყაროში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც დაკავშირებულია გარდამავალი სააკის ისეთ გახშირებულ სიმპტომებთან და ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, კუნთის სპაზმი და გულის რევა. ამჟამად ორგანიზმში მაგნიუმის მარაგების განმსაზღვრელი ხელმისაწვდომი და სანდო ანალიზის არარსებობის გათვალისწინებით, გარდამავალ ასაკში მყოფი ქალებისათვის რეკომენდირებულია მაგნიუმის საკვები დანამატის მიღება.

მაგნიუმის საკვები დანამატის ეფექტურობის კლინიკური დადასტურება

სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატი ამსუბუქებს გარდამავალი ასაკის მოვლენებს. დამტკიცებულ იქნა მაგნიუმის მნიშვნელობა სხვა მინერალებთან კომბინაციაში, მაგალითად, თუთიასთან - ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის და აგრეთვე აღმოჩენილ იქნა კავშირი მაგნიუმის და სხვა მინერალების დეფიციტსა და ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების შორის. გარდა ამისა, სამედიცინო ლიტერატურაში არსებობს კლინიკური აღწერები და კვლევები, რომლებიც გვაცნობებენ გარდამავალ ასაკში ალების სიხშირეზე და ინტენსიობაზე მაგნიუმის დადებით ზემოქმედების შესახებ.

ახალი დანამატი Magnox Lady: სამჯერ უფრო ეფექტურია
მაგნიუმის საკვები დანამატი Magnox Lady წარმოადგენს ახალ შემადგენლობას, რომელიც იდეალურად უხდება წინამ მენსტრუალური სინდრომის მქონე ქალებს და გარდამავალი ასაკის სიმპტომების მქონე ქალებისათვის. Magnox Lady შედგენა დაპატენტებული კომპლექსი «მაგნოქსი»-სგან, რომლის უპირატესობა და ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევით თელ ხა-შომერში. გარდა ამისა, პრეპარატი შეიცავს ვიტამინებს В და D-ს, თუთიას, შავბალახას (leonurus heterophyllus) ექსტრაქტს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ჰორმონალური სისტემის ბალანსზე (და, შესაბამისად, ეფექტურია მენსტრუალური ტკივილების დროს და გარდამავალი ასაკის ქალებისათვის). გარდა ამისა, შავბალახას გააჩნია ზოგადი დამამშვიდებელი მოქმედება, ის ებრძვის შფოთვის გამოვლინებას და ამიტომ კარგად ეხმარება უძილობის, შფოთვისა და ნერვული აღგზნების დროს. Magnox Lady-ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის პასიფლორაც, რომელიც გამოირჩევა დამამშვიდებელი ეფექტით (ჩინურ მედიცინაში გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).