Ear Planes Plus

აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები

Ear Planes Plus - შეიგრძნობთ ფრენის დროს ტკივილს ან წნევას ყურებში? თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს დისკომფორტი.

სპეციალური საფრენი ყურის საცობი თავიდან აგაცილებთ წნევასა და ტკივილს ყურებში!

Ear Planes Plus - სპეციალური ყურის საცობი, დამზადებული რბილი, მოქნილი სილიკონისაგან, რომელიც არეგულირებს წნევას ყურის ბარაბანზე აფრენის, დაჯდომისა და ფრენის დროს ტკივილისა და ყურებში წნევის თავიდან აცილების მიზნით.

როგორ მუშაობენ ყურის საცობები?
აფრენისა და დაჯდომის დროს, სიმაღლის სწრაფი ცვლილების გამო ატმოსფერუ7ლი წნევა აგრეთვე იცვლება ძალიან სწრაფად. ყურში წნევის რეგულატორს უწოდებენ ევსტაქეს მილი, რომელიც პასუხისმგებელია ყურის ბარაბანის ორ ნაწილს^ შიდა და გარეს შორის ატმოსფერული წნევის სხვაობის დარეგულირებაზე. ფრენის დროს ტკივილი და წნევა ყურში გამოწვეულია ევსტაქეს მილის დისფუნქციით (ჩვეულებრივ, ყურის ანთების, გაციებისა ან ალერგიის გამო). თვითმფრინავის აფრენის ან დაჯდომის დროს წნევის რეგულატორის არარსებობა იწვევს წნევას ყურის ბარაბანზე და ყურის ძლიერ ტკივილს. სამომხმარებლო აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ ავია მგზავრთა მინიმუმ 25% აწუხებთ წნევა და ყურის ტკივილი ფრენის დროს. ფრენის დროს, განსაკუთრებით კი აფრენისა ან დაჯდომის დროს, წნევამ ყურებში შეიძლება გამოიწვიოს ძალზედ არასასიამოვნო შეგრძნებები ფრენისაგან და გაგიფუჭოთ საზღვარგარეთ მოგზაურობის შთაბეჭდილება.

ყურის საცობი Ear Planes Plus-ს გააჩნია განსაკუთრებული დაპატენტებული კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს წნევის რეგულატორს, რომელიც აფერხებს ყურის არხში წნევის ქვეშ ჰაერის მოხვედრას და ამით აფერხებს ყურებში წნევასა და ტკივილს სიმაღლის ყველაზე ექსტრემალური ცვლილების დროსაც კი.

ისრაელის პატენტის მქონე ყურის საცობი აგრეთვე გამოდგება მთიან რაიონებში ექსკურსიებისა და მოგზაურობის დროს და გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სიამოვნება ასვლისა და ჩამოსვლის დროს ყურებში წნევის შეგრძნების გარეშე. ყურის საცობი მოთავსებულია მოსახერხებელ კონტეინერში, რომელიც შეიძლება დაამაგროთ გასაღების ასხმას და ჩადოთ ხელის ბარგის ჩანთაში.
ყურის საცობი Ear Planes Plus განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.

შეგიძლიათ შეიძინოთ ფარმაცევტულ ქსელებში, აფთიაქებში და აეროპორტში განთავსებულ მაღაზიებში.