SalinaGel

აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები

SalinaGel® - დამატენიანებელი გელი სიმშრალის, ცხვირის გაგუდულობისა და ალერგიის დროს ნესტოებში დატანებისათვის

ნესტოებში სიმშრალის მოვლენების შესახებ

ცხვირის შიდა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი ქსოვილით, რომელიც გამოიყენება დამაბინძურებელი ნივთიერებებისაგან და ალრეგენებისაგან დამცავი საფარის სახით. ნესტოების სიმშრალე არის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მშრალი ჰაერით, წამლების გვერდითი ეფექტით და ა. შ.
არსებობს მოსახლების ჯგუფები, რომლებიც განიცდიან ცხვირის სიმშრალის მოვლენებს:
  • პაციენტები ოპერაციის შემდეგ
  • პაციენტები, რომლებიც გადიან მკურნალობას იზოტრეტინოინით
  • დიაბეტიკები
  • პირები, რომლებიც განიცდიან სიმშრალით გამოწვეულ სისხლდენას ცხვირიდან
  • კონდიცირებულ სათავსში, მაგალითად, ავიარეისები დიდ მანძილებზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნის შემდეგ
  • ონკოლოგიური ავადმყოფები სახეზე ჩატარებული სხივური თერაპიის შემდეგ
  • ალერგიის, გაციების და აკნეს სამკურნალო მედიკამენტების მიღების შედეგად
  • ხანდაზმული ადამიანები ცხვირის ქრონიკული სიმშრალის გამო.
SalinaGel არის უნიკალური საშუალება ცხვირის სიმშრალის სიმპტომების შემსუბუქებისა და ამ შემთხვევაში ცხვირის ღრუს დარბილებისათვის. უნიკალური დამატენიანებელი ინგრედიენტები ხელს უწყობენ ტენის სასიამოვნო და ხანგრძლივ შეგრძნებას. იზოტონიური მარილის ხსნარი (ფიზიოლოგიურ ხსნართან ანალოგიით) იცავს ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებს შემდგომი დაზიანებისაგან.

SalinaGel-ის უნიკალურობა მდგომარეობს ჰიალურონატის (Hyaluronat) გამოყენებაში, რომელსაც გააჩნია წყლის შეწოვის უნარი. ეს უნარი აძლევს საშუალებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოთ ტენი და მოგცეთ სასიამოვნო შეგრძნებას. დაბერების პროცესებთან ერთად ჰიალურონის მჟავას რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება და ხანდაზმული ადამიანები ხდებიან უფრო დაუცველები კანის სიმშრალისა და ნერწყვის მოცულობის თვალსაზრისით.

SalinaGel-ის უპირატესობანი:

ინარჩუნებს ცხვირის ტენიანობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში და აფერხებს სიმშრალესა და ცხვირის გზების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ამინდის ფაქტორების, ალერგიისა და გაციების ზემოქმედებით.
ცხვირში სიმშრალით გამოწვეული სისხლდენის თავიდან აცილება.
არბილებს ბლოკებს ცხვირის წიაღში.
უნიკალური შემადგენლობის გამო გამოდგება ყველა ასაკის ჩვილებისათვის, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
არავითარი გვერდით ეფექტი.

შემადგენლობა: წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიეთლცელულოზა, ნიპაგინი, ნატრიუმის ჰიალურონატი.
გამოყენების ინსტრუქცია: გელი - გაასუფთავეთ ცხვირი, დაიტანეთ ცოტაოდენ გელი ნესტოების შიდა ზედაპირზე და ოდნავ შეაზილეთ ის.
სპრეი - გაასუფთავეთ ცხვირი, გააფრქვიეთ ერთი ან ორჯერ ნესტოში ოპტიმალური გავრცელებისათვის.

შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, ფარმაცევტულ ქსელებში და საავადმყოფო სალაროებში.