Magnox Os

აღწერა
ინგრედიენტები
დამატებითი მასალები

Magnox Os - თანამედროვე პრეპარატი ძვლების ჯამრთელობის შენარჩუნებისათვის, ერთადერთი, რომელიც შეიცავს ვიტამინს K2-7

ოსტეოპორიზი - გავრცელებული დაავადება, რომელიც აწუხებს ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს. მის სიმპტომებს განეკუთვნება - სიმაღლის შემცირება, თეძოს ძვლის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა, და აგრეთვე ქრონიკული ტკივილი, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს. Magnox-OS - არის უნიკალური ნოვატორული კომპლექტი, რომელიც შეიცავს კალციუმის კაფსულებს და მაგნიუმის კაფსულებს ვიტამინების დანამატით - უნიკალური კომბინაციით, რომელიც იძლევა საშუალებას მივიღოთ იდეალური საკვები დანამატი ძვლების ჯანმრთელობისა და სიმკვრივის შენარჩუნებისათვის.

ინგრედიენტების ნუსხა და მათი დანიშნულება:

კალციუმი - მინერალი, რომელიც არის ძვლების მნიშვნელოვანი შემადგენელი, მისი რაოდენობის დაახლოებით 99% მდებარეობს ძვლოვან ქსოვილში, თუმცა, ვინაიდან ის თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემისა და კუნთების ფუნქციონირებაში, არტერიული წნევის დარეგულირებაში და ა. შ., ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში, ორგანიზმი განდევნის მას ძვლოვანი ქსოვილიდან სისხლში. ამ მიზეზით კვებაში კალციუმის ხანგრძლივი დეფიციტი შეიძლევა ხელი შეუწყოს ოსთეოპოროზის განვითარებას მომავალში. ამავე მიზეზით კალციუმის დეფიციტი ვერ იქნება დიაგნოსტირებული სისხლის ანალიზის მეშვეობით - ნორმალურ მდგომარებაში ორგანიზმი არ დაუშვებს სისხლში კალციუმის დონის ვარდნას და ბალანსის აღსადგენად გამოიყენებს კალციუმის მარაგებს ძვლოვან ქსოვილში.

მაგნიუმს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ძვლოვანი ქსოვილის მიერ კალციუმის ასათვისებლად. მნიშვნელოვანია მაგნიუმის საკმარისი რაოდენობის მიღება, რათა მიღწეულ იქნას კალციუმისა და ვიტამინი D-ს მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონირება. ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა გამოწვეულია მისი არასაკმარისი მოხმარებით ან საჭმლის მონელების სისტემაში ანდა შარდვისას მინერალების დანაკარგებით. სისხლის ანალიზი ვერ გამოავლენს მაგნიუმის დეფიციტს, ვინაიდან მისი დიდი ნაწილი მდებარეობს უჯრედებში, მაგალითად კუნთის ან ძვლოვან ქსოვილებში. «Magnox» არის ორგანიზმისათვის ყველაზე ხელმისაწვდომნი მაგნიუმის კომპლექსი, შიბას სახ. სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას აქვს შეწოვის საუკეთესო შედეგები.

იმის გათვალისწინებით, რომ კალციუმი და მაგნიუმი უწევენ ერთმანეთს კონკურენციას შეწოვის ერთი და იგივე ზონებისათვის, ორივე მინერალის ერთდროული მიღება გამოიწვევს თითოეული მათგანის შეწოვის დაქვეითებას. ამიტომ კომპლექტი შეიცავს კალციუმის კაფსულებს დილით მიღებისათვის და მაგნიუმის კაფსულებს ძილის წინ მისაღებად. ამდენად მიიღწევა დანამატის მიღების მაქსიმალური ეფექტურობა.

ვიტამინ D-ს აქვს დიდი მნიშვნელობა და ის გამოიმუშავება ორგანიზმში კანზე მზის ზემოქმედების რეაქციის სახით. ვიტამინი D დიდ როლს თამაშობს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და კალციუმის შეწოვის გაუმჯობესებაში.
ვიტამინი К2 (მენახინონი) არის ბოლო აღმოჩენა ძვლოვანი ქსოვილის მშენებლობის სფეროში. ვიტამინი К2 აკავშირებს კალციუმს ძვლოვან ქსოვილთან და აფერხებს მის დალექვას სისხლძარღვთა კედლებზე. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი К2-თ გამდიდრებულმა კვებამ შეიძლება შეაჩეროს ძვლოვანი ქსოვილის მასის “ წარეცხვა“ და მისი აღდგენაც კი. იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, ვიტამინი К2 -ს მოხმარებამ 60%-ით შეამცირა ხერხემლის მოტეხილობა და 80%-ით - თეძოს ძვლისა და ორგანიზმის სხვა ძვლების მოტეხილობა.

გამოყენების ინსტრუქცია:
1. კალციუმის კაფსული ჭამის შემდეგ
2. მაგნიუმის კაფსული ძილის წინ